სერია A-ს მე-16 ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე "მილანი" 3:1 დაამარცხა.
იმის გამო, რომ კორონავირუსის ტესტებზე ხუან კუადრადოსა და ალექს სანდროს პასუხები დადებითი აღმოჩნდა, "იუვენტუსი" მილანში ავტობუსით მხოლოდ ამ დილით გაემგზავრა, მაგრამ ამას მისთვის ლიდერის ძლევაში ხელი არ შეუშლია.
დუბლი ფედერიკო კიეზამ შეასრულა. მას საგოლე გადაცემები პაულო დიბალამ გაუკეთა, რომელსაც წინა დღით სიცხე ჰქონდა.
მიუხედავად მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მარცხისა, "როსონერი" 37 ქულით ჯერაც პირველ ადგილზეა, "ბიანკონერიმ" კი 30 ქულით მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
9 იანვარს "მილანი" - "ტორინოს", 10 იანვარს კი "იუვენტუსი" "სასუოლოს" უმასპინძლებს.
"მილანმა" ტურნირზე ზედიზედ 36 მატჩში გაიტანა გოლი და 2017 წელს "იუვენტუსის" დამყარებულ რეკორდამდე 8 გოლი უკლია.
მილანი. "სან სირო"
მილანი - იუვენტუსი 1:3
გოლები: 0:1 კიეზა (18), 1:1 კალაბრია (41), 1:2 კიეზა (62), 1:3 მაკენი (76)
სასაცილოები ხართ და მეტი არაფერი...