"იუვენტუსის" ფეხბურთელები დაინფიცირდნენ და გუნდის მილანში გამგზავრება გადაიდო

AutoSharing Option
დღეს "იუვენტუსის" ფეხბურთელებმა კორონავირუსის ტესტები ჩააბარეს და ხუან კუადრადოსა და ალექს სანდროს პასუხები დადებითი აღმოჩნდა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, პაულო დიბალას, რომელიც კორონავირუსით ადრე დაავადებული იყო, სიცხე აქვს და კლუბში შიშობენ, რომ კუადრადოსა და სანდროს გარდა, სხვა ფეხბურთელებიც შეიძლება დაინფიცირდნენ. ამიტომ დღეს გუნდი მილანში ვერ გაემგზავრა. ხვალ დილით ფეხბურთელები ისევ ჩააბარებენ ტესტებს და ამის შემდეგ გადაწყდება, გაემგზავრებიან თუ არა სათამაშოდ.

"მილანი" სერია A-ს ლიდერია, მეხუთე ადგილზე მყოფი "იუვე", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით ჩამორჩება და მატჩი დიდ
ინტერესს იწვევს.

შეხვედრა 6 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე უნდა დაიწყოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა როგორც ნაპოლის წინააღმდეგ გავიდნენ სტადიონზე ისე უნდა გავიდეს მილანიც და ჩაუთვალონ 0:3 და მიხვდებიან თავიანთ ცუდ საქციელს
ტოტტი
23:46 05-01-2021
4

სიახლეები პოპულარული