ჩინებულად ასპარეზობს ამ სეზონში "მილანი", სერია A-ს ლიდერია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა.
ლაზარეთში იბრაჰიმოვიჩი, ბენასერი, სალემაკერსი, გაბია, რებიჩი და კრუნიჩი იმყოფებიან, ახლა კი მათ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ შეუერთდა.
თურქმა ფეხბურთელმა "იუვენტუსთან" ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში (1:3) კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და Calciomercato-ს ცნობით, 9 იანვარს მისი "ტორინოსთან" თამაში საეჭვოა.
26 წლის ჩალჰანოღლუმ ამ სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.