"იუვენტუსს" უნდა მილიკი მუქთად ჩაიგდოს ხელში

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, პოლონელი თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი ზაფხულში "ნაპოლის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და "იუვენტუსში" გადავა, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

"იუვეს" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ფეხბურთელის აგენტს ამ დღეებში შეხვდება და წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას შეეცდება.

"ნაპოლიმ" მილიკი 10 მილიონ ევროდ "მარსელს" არ მიჰყიდა და ცდილობს 18 მილიონად გაყიდოს.

Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 22 მილიონია. ისე, არკადიუშს ამ სეზონში კლუბში არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული