სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შვედი რომელუს მთელი მატჩის განმავლობაში დასცინოდა, რაზეც "ინტერის" ფორვარდმა შენიშვნა მისცა და უთხრა, შეეწყვიტა.
"როსონერის" თავდამსხმელმა კი ლუკაკუს ბურთთან თითო შეხების სანაცვლოდ 50 ევრო შესთავაზა და ბელგიელს "პატარა ვირი" (donkey) დაუძახა და შენს "ვუდუ მძ..რს" მიხედეო.
ლუკაკუმ იბრას შესვენების დროს ამბის გარჩევისკენ მიუთითა, ხოლო პირველი ტაიმის შემდეგ მოედნიდან გასვლისას ეს სიტყვები მიაძახა: "შე...ით შენ და შენს ცოლს! დედაჩემზე რა თქვი? დედაჩემზე გინდა ლაპარაკი? ბ..ზ დედაშენზე ვისაუბროთ!"