იტალიის თასის 1/4-ფინალში "იუვენტუსმა" რონალდოს გარეშე საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა სპალ-ი და უკანასკნელ 10 წელიწადში მერვედ გავიდა ნახევარფინალში.
გოლები მორატამ, ფრაბოტამ, კულუსევსკიმ და კიეზამ გაიტანეს.
1/2-ფინალში "იუვე" "ინტერს" შეხვდება, რომელმაც გუშინ "მილანს" 2:1 მოუგო.
ტურინული გუნდის მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ თასის მოგებაც მათი მიზანია. რაც შეეხება სერია A-ს, როდესაც ფეხბურთელობისას "იუვენტუსში" გადავიდა, მთელი სეზონი ჩამორჩებოდნენ "მილანს", საბოლოოდ კი ჩემპიონები გახდნენ.