"მილანის" შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის ვარჯიშზე გოლი თავისებურ სტილში გაიტანა.
39 წლის იბრაჰიმოვიჩმა პარტნიორის მაღალ ჩაწოდებას აკრობატულ მოძრაობაში დაუხვედრა ფეხი და გოლიც შეაგდო.
ზლატანმა აღნიშნული ვიდეო "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და დაასათაურა: "ნინძა".
"იბრა" იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს და კრიშტიანო რონალდოს მხოლოდ 3 ზუსტი დარტყმით ჩამორჩება.
"მილანი" კი გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს და 20 ტურის შემდეგ უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ "ინტერს" 2 ქულით უსწრებს.