კიელინი: ის ჩემი კარიერის საუკეთესო მტერია...

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მცველმა ჯორჯო კიელინიმ "მილანის" შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა.

"ბოლომდე დასახარჯად წინააღმდეგობა ძალიან მჭირდება. ზლატანს უდიდეს პატივს ვცემ, ჩვენ ერთმანეთს ვცემთ უდიდეს პატივს. "იუვეში" ჩემი პირველი სეზონის დროს თანაგუნდელები ვიყავით.

არასდროს მეშინოდა მასთან პირისპირ დარჩენისა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდული ასაკიდანვე ძალიან ძლიერი იყო. არასდროს არაფერი დამითმია, არც ძალისმიერ ორთაბრძოლაში.

მას შემდეგ, რაც "ინტერში" გადავიდა, ჩემი მოსისხლე მტერი გახდა, შემდეგ კი "მილანსა" და შვედეთის ნაკრებში თამაშისას უბრალო მოწინააღმდეგედ იქცა.

თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ზლატანი ჩემს კარიერაში საუკეთესო მტერია", -
აღნიშნა ჯორჯო კიელინიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული