კიელინი: სარის მხოლოდ შხაპის წინ უნდა ესაუბრო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურისიო სარისთან მუშაობის შესახებ გააკეთა.

"სარი ძალიან ჩაკეტილი ადამიანია, ბევრს არასდროს ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსს" მისი ხასიათის ცვლილებების შეცვლა გამოსდიოდა. ერთადერთი რამ, რისი შეცვლაც ვერავინ მოახერხა, ეს მისი სიგარეტისადმი ველური ლტოლვაა.

მის კაბინეტში საუბარი მხოლოდ შხაპის წინ არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჩვენგანს სიგარეტის სურნელი გვექნება", - უთხრა კიელინიმ Football Italia-ს.

მაურისიო სარი ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად 2019 წელს დაინიშნა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული