კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გადაწყვეტილებას "იუვენტუსისა" და "ატალანტას" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების შემდეგ მიიღებს.
თუ შედეგები არადამაკმაყოფილებელი იქნება, ჯენარო დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და მას რაფაელ ბენიტესი ან ვალტერ მაცარი ჩაანაცვლებს.
როგორც გავრცელდა ინფორმაცია, კლუბის ხელმძღვანელსა და ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ურთიერთობა ძალიან დაეძაბათ.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" "ატალანტას" წინააღმდეგ იტალიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრას 10 თებერვალს ჩაატარებს, ხოლო "იუვენტუსს" ნეაპოლიტანელები 13 თებერვალს დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია Sportmediaset-ის მიხედვით
გატუზო: "ნაპოლის" უნდა ბრედ პიტივით ლამაზი იყოს, მაგრამ ხანდახან ჩემსავით გონჯიც უნდა იყოს