სერია A-ს 22-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "იუვენტუსი" 1:0 დაამარცხა.
გოლი 31-ე წუთზე პენალტით ლორენცო ინსინიემ გაიტანა და ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში 100 გოლის გამტანი მე-7 ფეხბურთელი გახდა.
"იუვენტუსმა" ბოლო 5 მატჩიდან 2 წააგო, 42 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა და 22 თებერვალს "კროტონეს" უმასპინძლებს, ხოლო 40 ქულით მე-4 პოზიციაზე მყოფი "ნაპოლი" 21 თებერვალს გასვლაზე "ატალანტას" დაუპირისპირდება.
"იუვენტუსის" 36 წლის მცველმა ჯორჯო კიელინიმ იტალიის ჩემპიონატზე მე-400 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა "ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" მწვრთნელ ჯენარო გატუზოს საქმე მოსახსნელად აქვს და მის ბედს ორი უახლოესი მატჩი გადაწყვეტს. ასე რომ, მან "პირველი გამოცდა ჩააბარა".