"მილანმა" "სპეციასთან" 3 ქულა და შესაძლოა, ლიდერობაც დაკარგა

AutoSharing Option
სრულიად მოულოდნელად სერია A-ს 22-ე ტურში "მილანი" სტუმრად "სპეციასთან" 0:2 დამარცხდა. გოლები მეორე ტაიმში მაჯორემ და ბასტონიმ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ "მილანს" მეტოქის კარში ბურთი საერთოდ არ დაურტყამს, რაც ბოლოს 2019 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც "უდინეზესთან" 0:1 დამარცხდა.

"მილანი" ჯერ კვლავაც ლიდერია, მაგრამ თუ დღეს "ინტერმა" საკუთარ მოედანზე "ლაციოს" სძლია, გალიდერდება.

"როსონერიმ" ყველა ტურნირზე უკანასკნელი 5 მატჩიდან 3 წააგო და 21 თებერვალს სწორედ "ინტერს" შეხვდება.

ნამატჩევს "მილანის" მწვრთნელმა პიოლიმ აღიარა, რომ მისი შეგირდები უხეიროდ გაისარჯენ და მეტოქემ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული