სერია A-ს 24-ე ტურში "ვერონასა" და "იუვენტუსის" მატჩი 1:1 დასრულდა.
49-ე წუთზე "იუვე" რონალდომ დააწინაურა, ხოლო 77-ე წუთზე ანგარიში ბარაკმა გაათანაბრა.
რონალდო 19 გოლით ტურნირის ბომბარდირია - ჩემპიონატის უკანასკნელ 47 მატჩში 47 გოლი გაიტანა.
"იუვენტუსმა" ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩიდან 1 მოიგო, 46 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება და 2 მარტს "სპეციას" უმასპინძლებს.