"იუვენტუსსა" და "ნაპოლის" შორის გადადებული იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩი 17 მარტს ჩატარდება, - იტყობინება სერია A-ს "ტვიტერი".
ეს შეხვედრა 2020 წლის 3 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ნეაპოლის ხელისუფლებამ გუნდს კორონავირუსის გამო ტურინში გაფრენის უფლება არ მისცა.
თავიდან "ნაპოლის" 1 ქულა ჩამოართვეს, მაგრამ გაპროტესტების შემდეგ ქულა დაუბრუნეს და გადათამაშების უფლება მისცეს.