"მილანი" წაგებას 90+7-ე წუთზე გადაურჩა

AutoSharing Option
"სან სიროზე" ჩატარებული სერია A-ს 25-ე ტურის მატჩი "მილანსა" და "უდინეზეს" შორის 1:1 დასრულდა.

ანგარიში 68-ე წუთზე უდინელთა მცველმა როდრიგო ბეკაომ გახსნა, ხოლო 90+6-ე წუთზე ფრანკ კესიემ პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა.

"მილანმა" ბოლო 4 მატჩიდან 3 ვერ მოიგო, 53 ქულით მეორე ადგილზეა და 7 მარტს სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული