"ინტერმა" "ატალანტას" კარში ერთხელ დაარტყა და მაინც გაიმარჯვა

AutoSharing Option
სერია A-ს 26-ე ტურში "ინტერმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ატალანტა". გოლი 54-ე წუთზე მილან შკრინიარმა გაიტანა.

თამაში ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა. "ნერაძურიმ" ბერგამოელთა კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც გაიტანა. კარში მთელი მატჩისას ერთხელ დარტყმული ბურთით "ინტერმა" უკანასკნელად 2009 წელს "უდინეზესთან" მოიგო.

"ინტერმა" ჩემპიონატზე ზედიზედ 7 მატჩი საერთო ანგარიშით 18:2 მოიგო, ლიდერია, მეორეადგილოსან "მილანს" 6 ქულით უსწრებს და 14 მარტს გასვლაზე "ტორინოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერი 113 წლის გახდა! ვულოცავ ჩემს საყვარელ კლუბს იუბილეს! ფორცა ინტერ!!!
ვახო...
17:43 09-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული