სერია A-ს 27-ე ტურში "იუვენტუსმა" გასვლაზე 3:1 დაამარცხა "კალიარი". 32-წუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი რონალდომ შეასრულა, რომელმაც ერთი გოლი პენალტით გაიტანა. ეს კარიერაში კრიშტიანოს 57-ე ჰეთ-თრიკია.
რონალდო 23 გოლით ბომბარდირია - უახლოეს მდევარ ლუკაკუს (ინტერი) 4 გოლით ნაკლები აქვს გატანილი. მან უმაღლეს დივიზიონებში მე-600 მატჩი ჩაატარა (473 გოლი გაიტანა).
"იუვე" 55 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ინტერს" 10 ქულით ჩამორჩება და 21 მარტს "ბენევენტოს" უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ "იუვეს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალში "პორტუს" 3:2 სძლია, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გათამაშებას გამოეთიშა. პორტუგალიელმა კი თანამემამულეები ვერ დაამწუხრა.