სერია A-ს 28-ე ტურში "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ბენევენტოსთან". გოლი ცსკა-დან განათხოვრებულმა არგენტინელმა თავდამსხმელმა ადოლფო გაიჩმა 69-ე წუთზე გაიტანა.
შეგახსენებთ, დებიუტანტმა "ბენევენტომ" პირველ წრეშიც დააკარგვინა "იუვეს" ქულები - მატჩი 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა თავდამსხმელმა რონალდომ ორჯერ გაარტყა საჯარიმოდან ბურთი ცოცხალ კედელს. მან "იუვეში" 69 საჯარიმოდან მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - 2020 წლის ივლისში "ტორინოსთან".
55 ქულით მესამე ადგილზე მყოფი "იუვენტუსი" ლიდერ "ინტერს" 10 ქულით ჩამორჩება და 3 აპრილს "ტორინოს" შეხვდება.