დღეს, 3 აპრილს სერია ა-ს 29-ე ტურში "მილანმა" "სამპდორიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი უხეშად, თუმცა უგოლოდ წარიმართა, რაც შეეხება მეორე ნახევარს, სტუმრები 57-ე წუთზე ფაბიო კუალიარელას გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონასწორობა მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე აღადგინეს, თუმცა გამარჯვება ვეღარ შეძლეს.
ამრიგად, შეიძლება ითქვას "როსონერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში საბოოოდ დამარცხდა. მილანელებს 29 ტურის შემდეგ 60 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, თანაქალაქელ "ინტერს" კი 5 ქულით ჩამორჩებიან, "ნერაძურის" აქტივში 2 თამაშიც აქვს.
თავის მხრივ "სამპდორიას" 36 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს.
"მილანი" მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს "პარმას" წინააღმდეგ გამართავს, "სამპდორია" 11 აპრილს "ნაპოლის" დაუპირისპირდება.