"როსონერის" მორიგი ვერ მოგებული მატჩი და დასრულებული საჩემპიონო რბოლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 აპრილს სერია ა-ს 29-ე ტურში "მილანმა" "სამპდორიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმი უხეშად, თუმცა უგოლოდ წარიმართა, რაც შეეხება მეორე ნახევარს, სტუმრები 57-ე წუთზე ფაბიო კუალიარელას გოლით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონასწორობა მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე აღადგინეს, თუმცა გამარჯვება ვეღარ შეძლეს.

ამრიგად, შეიძლება ითქვას "როსონერი" სკუდეტოსთვის ბრძოლაში საბოოოდ დამარცხდა. მილანელებს 29 ტურის შემდეგ 60 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე იმყოფებიან, თანაქალაქელ "ინტერს" კი 5 ქულით ჩამორჩებიან, "ნერაძურის" აქტივში 2 თამაშიც აქვს.

თავის მხრივ "სამპდორიას" 36 ქულა აქვს და მე-10
ადგილს იკავებს.

"მილანი" მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს "პარმას" წინააღმდეგ გამართავს, "სამპდორია" 11 აპრილს "ნაპოლის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როსონერი დროზე დაუბრუნდით რალფ რანგინკის პროექტს თქვენდა ბედათ ისევ უმუშევარია.
1

სიახლეები პოპულარული