"ახლა დროა მუხლი მოიყარო და "მილანის" მეფეს თაყვანი სცე..." - ლუკაკუ ძველ წყენას ვერ ივიწყებს

AutoSharing Option
"მილანისა" და "ინტერის" თავდამსხმელებს შორის კონფლიქტი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ ჩაქრა... ბოლოს გამართულ დერბ "დელა მადონინას" მიმდინარეობისას "მანჩესტერ იუნაიტედში" მყოფ თანაგუნდელებს და ახლა მოსისხლე მტრებს შორის მცირედი კონფლიქტი მოხდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რომელუ ლუკაკუ მოედანზევე წაკამათდნენ, რასაც სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"მილანს" მეფე არასდროს ჰყოლია, მას ღმერთი ჰყავდა" - განაცხადა მაშინ შვედმა ფორვარდმა.

"ნერაძურის" მიერ სკუდეტოს მოგების შემდეგ რომელუ ლუკაკუმ სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხი არ დააგვიანა. 

"ნამდვილმა ღმერთმა მეფე აკურთხა, ახლა დროა მუხლი მოიყარო და "მილანის" მეფეს თაყვანი
სცე" - წერს ლუკაკუ.

წყარო: marca

alt"შე...ით შენ და შენს ცოლს! ბ..ზ დედაშენს მიხედე" - დაპირისპირება ზლატანსა და ლუკაკუს შორის [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაჯო.... სამორანო, მილანის ჰოლანდიელები.... ბოლოს და ბოლოს კალაძესაც უფრო მეტი სახელი და მიღწევები აქვს ვიდრე იბრას ( ბრეშას და ბოლონიას უტანაბ გოლები ) მეფე არა ლეღვი
ზორბეგი
05 მაისი 2021 11:40
0
ინძაგი, შევჩენკო, ვიერი, რეკობა ალბათ საფლავში არა მაგრამ იქ ტრიალებენ სადაც არიან.
ემიგრანტი
04 მაისი 2021 16:41
1
მართლა, და აბა მაშინ პელეს და მარადონას რა ექნათ მაგ ჯორცხენამ თავი რო ღმერთად გამოაცხადა.
Papaia
05 მაისი 2021 06:20
2
და მათთან ერთად რონალდოც (კიჭა)
გეგი
04 მაისი 2021 17:22
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული