რონალდო თანაგუნდელებმა გარიყეს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელებთან პრობლემები შეექმნა.

პორტუგალიელი იტალიური გუნდის გასახდელში თავს მარტოსულად გრძნობს. მისი პარტნიორებთან ურთიერთობა ბოლო თვეებში ძლიერ გაფუჭდა, რადგან "იუვეს" ფეხბურთელების აზრით, კრიშტიანო ზედმეტად დიდ თავისუფლებას იღებს.

"მილანთან" განადგურების (0:3) შემდეგ 36 წლის თავდამსხმელმა ვარჯიში გააცდინა და "ფერარის" ქარხანაში კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და დირექტორთა საბჭოს წევრ ჯონ ელკანთან ერთად წავიდა.

ამის გარდა, რონალდომ "ბებერი ქალბატონის" რამდენიმე ვარჯიში სპონსორების მოთხოვნების შესრულების გამო გააცდინა. ტურინელთა ბევრი ფეხბურთელი ამ ყოველივეს უსამართლობად თვლის და მიაჩნიათ, რომ რონალდოს მიმართ ისეთივე
დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, როგორც გუნდის ყველა დანარჩენ წევრს ექცევიან.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს უბრალოდ შუარია და მეტი არაფერი რა ერთნაირი დამოკიდებულება? რატომ უნდა ქონდეთ რონალდოს და მაკენიას ან ბერნადესკის მიმართ ერთნაირი და მოკიდებულება და პირობები ?? სად რონალდო და სად ივეს მთელი შემადგენლობა.
გიორგი
18:24 12-05-2021
30
გუნდელები ვერ ყოფილან თავის ჭკუაზე.გვამივით მიათრევს გუნდს, ბომბარდირია, ლამის 40 წლისაა და ვარჯიშებიც აღარ გააცდინოს, თან მაგ ახალგაზრდებზე მაღლა ხტება და სწრაფად დარბის. მართლა ვირო მადლიო.
გიორგი
17:16 13-05-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული