არმატურით "რომას" ბაზაზე 5 მანქანა დაამტვრია - "ჯენოას" ფორვარდის მამა დაიჭირეს

AutoSharing Option
იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებისა და "ჯენოას" ფორვარდ ჯანლუკა სკამაკას მამა "რომას" ბაზაზე შევიდა და 5 მანქანა არმატურის ნაჭრით დაამტვრია.

ტრიგორიაში მდებარე საწვრთნელ ბაზაზე არმატურით შეიარაღებულმა კაცმა შესასვლელი კარი ძალისმიერად გაიარა, პარკინგზე 5 მანქანა დალეწა, შუშები და ფარები ჩაუმსხვრია და როგორც შეეძლო, ისე დააზიანა. ერთ-ერთი ავტომობილი რომაელთა სპორტულ დირექტორ ტიაგო პინტოს ეკუთვნოდა.

"რომას" ბაზაზე შეჭრილ მამაკაცს "სასუოლოს" ფორმა ეცვა და ის "ჯენოას" ფორვარდის მამა აღმოჩნდა. მისი შვილი "რომას" აკადემიაში 2012-15 წლებში თამაშობდა.

ვარჯიშზე მყოფი ბავშვები და მათი მწვრთნელები ამ სურათს თვალს გაოგნებულნი ადევნებდნენ.
პოლიცია მალე მოვიდა, მამაკაცი დააკავა, თუმცა ამ უკანასკნელს თან დოკუმენტები არ ჰქონდა.

უცნობი რჩება, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ჯანლუკას მამამ. თავად ფორვარდს კი ცუდი სეზონი არ აქვს და იტალიის უმაღლეს დივიზიონში 9 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული