რონალდომ თანაგუნდელებს ამცნო, რომ გუნდიდან წასვლა სურს...

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ გასახდელში ყოფნისას თანაგუნდელებს განუცხადა, რომ კლუბიდან წასვლითაა დაინტერესებული. 36 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. აქედან გამომდინარე, მომდევნო წელს უფასოდ წასვლის ნაცვლად, სავარაუდოდ, პორტუგალიელი "ბებერ ქალბატონს" 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

Il Messaggero-ს ცნობით, რონალდომ საკუთარ გუნდელებს უთხრა, რომ ის ზაფხულში კლუბის დატოვებას გეგმავს. გულშემატკივრები და ზოგადად, საფეხბურთო სამყარო, მას "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "სპორტინგში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. ასევე შესაძლოა "სამეფო კლუბმა" თავის ყოფილ ფეხბურთელს კონტრაქტი თავიდან შესთავაზოს.

ტურინში გატარებული 3 წლის განმავლობაში, კრიშტიანომ "ბიანკონერის" შემადგენლობაში თავი
101 გოლითა და 22 ასისტით გამოიჩინა.

წყარო: marca

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეგობარო, არ გინდა ესეთი კომენტარი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ გადარეული გულშემატკივარი ბარსასი და განსაკუთრებით ლეო მესის, მეგობრულად მოგიწოდებ პატივი ვცეთ ლეგენდებს, ასევე ეს ეხებათ როლანდოს გულშემატკივრებსაც. ორივე მხარემ ბევრი "ტალახი ვესროლეთ" ერთმანეთს ჩვენი საყვარელი ფეხბურთელების გამო, ამიტომ მე მგონი დროა გავჩერდეთ და თავი შევიკავოთ, არა სასურველი კომენტარებისგან.
laSa
16:47 28-05-2021
2
სპორტინგში გადავა, იქ ბევრ გოლებს შეყრის, თორემ მოკვდება მესიზე დარდით, ეგ ხომ პირველი უნდა იყოს ყველაფერში, მაგრამ არ გაუმართლა, მესის დროს რომ დაიბადა.
ლევანდოვსკი
14:00 28-05-2021
32

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული