პანდევმა თამაშზე თავის დანებება გადაიფიქრა

AutoSharing Option
37 წლის ჩრდილომაკედონიელი თავდამსხმელი გორან პანდევი თამაშზე თავის დანებებას არ აპირებს, - იტყობინება ჟურნალისტი "ფაბრიციო რომანო "ტვიტერით".

პანდევმა დამსახურებულ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრა და "ჯენოასთან" კონტრაქტს გაისამდე გააგრძელებს. მას იმედი აქვს, რომ მომავალ სეზონში მატჩებზე დასწრების უფლებას გულშემატკივრებს დართავენ და ეს თამაშში ხელს შეუწყობს.

პანდევი "ინტერთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, "ჯენოაში" 2015 წლიდან გამოდის, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა - მან გადამწყვეტი გოლი თბილისში საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაიას და ამ დონის ფორვარდებს კიდე კა ხანს აჯობებს და რატო უნდა დაასრულოს?
hhh
24 ივლისი 2021 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული