საქართველოსთან მატჩამდე 1 დღით ადრე ჩრდილოეთ მაკედონიის ლეგენდა გორან პანდევმა კარიერის დასრულება გვაუწყა

AutoSharing Option
Gazetta dello Sport-თან ინტერვიუში ცნობილმა ჩრდილომაკედონელმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა.

"პროფესიონალურ კარიერაში ნათამაშები ოცი წლის შემდეგ დროა, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ჩემი უფროსი ვაჟი თითქმის 13 წლისაა და მისი ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ სეზონებს შორის შესვენებებზე მეძლეოდა... ახლა დროა უფრო მეტი ყურადღება ოჯახს დავუთმო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთს ვშორდები.

ზაფხულში ფეხბურთზე ბევრი არ მიფიქრია... ვჭამდი ბევრს და ვვარჯიშობდი ნაკლებს, რის გამოც ზედმეტი კილოგრამები მაქვს და უკვე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ძალიან ძნელი
იქნება...

მომწონს ახალგაზრდებთან მუშაობა, მათი ყურება და დახმარება. მომავალში ჩემს თავს ან სპორტულ დირექტორად, ანდაც აგენტად ვხედავ. საბოლოოდ კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მწვრთნელს, ყველა პრეზიდენტს, ყველა გულშემატკივარს", - დასძინა პანდევმა.

altმაკედონიელთა გამოთვლები - სასწაულის იმედი თითქმის არ აქვთ, მაგრამ მე-2 ადგილით გასვლის შანსზე ფიქრობენ...

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბარემ ჩამოსულიყო ამ თამაშზეც და სამაგიერო გადაგვეხადა და ისე წასულიყო PP
zura222
16:13 22-09-2022
2
2020 წლის ნოემბერში ძალიან კი დაგვამწუხრა, მაგრამ ფაქტია რომ ნაღდი პროფესიონალი იყო თავის საქმეში, მაღალი კლასის ფეხბურთელი
სიმართლე
13:50 22-09-2022
0

სიახლეები პოპულარული