"კიევომ" არსებობა შეწყვიტა

AutoSharing Option
"კიევოს" ყოფილმა კაპიტანმა სერჟიო პელისიერმა კლუბის არსებობის შეწყვეტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. გუნდი სერია D-შიც კი ვერ იასპარეზებს.

"სამწუხაროდ, კლუბის ისტორია, რომელმაც მე ამდენი მომცა, დასრულებულია. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღეა. მინდოდა ისტორია ამეღორძინებინა, მაგრამ ვერ შევძელი. ვერონაში კლუბის გადამრჩენი ადამიანი არ აღმოჩნდა", - წერს პელისიერი "ინსტაგრამზე".

ფინანსური დარღვევების გამო ამ ზაფხულში "კიევოს" პროფესიონალური სტატუსი ჩამოერთვა. 2001-2019 წლებში (2007/08 სეზონის გამოკლებით) "კიევო" სერია A-ში ასპარეზობდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი გუნდი იყო.ძალიან საწყენია,ასეთი რამე რომ ხდება.
სოსო
09:56 23-08-2021
0
ეეეე, მფრინავი ვირები
lasha
21:44 22-08-2021
0

სიახლეები პოპულარული