calciomercato.com-ის ინფორმაციით, 70 წლის სპეციალისტი იტალიურ კლუბთან კონტრაქტს ხელს რამდენიმე საათში მოაწერს.
ვენტურა ბოლოს იტალიის ნაკრებს წვრთნიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა ვერ მოახერხა, ნაკრებიდან გაუშვეს. მას შემდეგ იგი უგუნდოდ იყო.
"კიევო" იტალიის ჩემპიონატში ბოლო ადგილს -1 ქულით იკავებს და უპირობო აუტსაიდერია. სეზონის დაწყებამდე ვერონულ კლუბს 3 ქულა დააკლეს.
ჯანპიერო ვენტურა, რომელმაც იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა, დააჯილდოეს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა გადააყენეს
მომზადებულია calciomercato.com-ის მიხედვით