სერია A-ს პირველ ტურში "უდინეზესთან" მატჩში "იუვენტუსის" თავდამსხმელი რონალდო სათადარიგოთა შორისაა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო თავისი "ტვიტერით" იტყობინება, რომ პორტუგალიელმა თავად მოითხოვა არ დაეყენებინათ სასტარტო შემადგენლობაში, ვინაიდან ამ ზაფხულშივე კლუბის დატოვება სურს.
თუმცა, ჯერ "იუვესთვის" რონალდოს ტრანსფერის თაობაზე არავის მიუმართავს.
ადრე "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო არსად წასვლას არ აპირებს.
ადრე "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ კრიშტიანო არსად წასვლას არ აპირებს.