"მილანის" მწვრთნელ სტეფანო პიოლის მიაჩნია, რომ კალათბურთიდან ფეხბურთში რამდენიმე წესის გადმოღებაა აუცილებელი.
"ხუთი შეცვლა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ამაზე მე უკვე კარგა ხანია ვლაპარაკობ. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. საქმე ფეხბურთელთა მიერ მოედანზე გატარებული წუთების რაოდებნობაში კი არა, არამედ ხარისხშია, რომელსაც ისინი აჩვენებენ.
ჩემი ნება რომ იყოს, ბურთის თამაშიდან გასვლისას დროს შევაჩერებდი და ტაიმ-აუტებსაც დავამტებდი. თუ გვინდა თანმედროვე ფეხბურთი უფრო შემტევი გახდეს, დაამკვიდრეთ წესი, რომლის მიხედვით ფეხბურთელს მოედნის ცენტრის გადაკვეთის შემდეგ, საკუთარ ნახევარზე დაბრუნების უფლება არ ექნება",
- ციტირებს პიოლის Goal-ი.

სხვთა შორის, ამას წინათ "ბაიერნის" მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ფეხბურთში ამერიკული ფეხბურთის რიგი წესების გადმოღება მიიჩნია მიზანშეწონილად.