4500 დღის შემდეგ მალდინიმ სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა - "მილანმა" "სპეცია" დაამარცხა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში "მილანი" "სპეციას" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი "როსონერიმ" აქტიურად დაიწყო, 48-ე წუთზე კი ანგარიშიც გახსნეს. თავი ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილმა, დანიელ მალდინიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მალდინის გვარის წარმომადგენელს "მილანის" მაისური 4500 დღეა არ უტარებია, დღეს დანიელი დაბრუნდა და თანაც როგორ?!

მასპინძელთა რიგებიდან წონასწორობა დანელე ვერდემ შეხვედრის მე-80 წუთზე აღადგინა.

საბოლოო ანგარიში ბრაჰიმ დიასმა 86-ე წუთზე დააფიქსირა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა შესძინა.

ამრიგად, 6 ტურის თავზე "როსონერი" 16 ქულით
1-ელ ადგილზე იმყოფება, "სპეცია" 4 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.

"მილანი" იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში "ატალანტას" ესტუმრება, შეხვედრა 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული, "სპეცია" ამავე რიცხვში "ჰელას ვერონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული