სანახაობრივი დერბი "სან სიროზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა "მილანსა" და "ინტერს" შორის გაიმართა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

"ნერაძური" მე-11 წუთზე ექსმილანელმა ჰაკან ჩალჰანოღლუმ დააწინაურა. მე-17 წუთზე წონასწორობა სტეფან დე ვრაიმ ავტოგოლით აღადგინა.

27-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა. მეორე ნახევარიც ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, 12 ტურის შემდეგ "როსონერი" 32 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 20 ნოემბერს, "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 25 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, 21 ნოემბერს კი "ნაპოლის" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული