მხითარიანი: ფული რომ მნდომოდა, რუსეთში ვითამაშებდი

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა 2016 წელს "დორტმუნდიდან" "მანჩესტერში" გადასვლა გაიხსენა.

"როდესაც გავიგე, რომ ჩემით "მანჩესტერი" იყო დაინტერესებული, გადასვლა მოვისურვე. მინდოდა ინგლისში მეთამაშა.

ხალხი ამბობს, რომ "მანჩესტერში" ფულის გამო გადავედი. სიცრუეა! მე ფეხბურთში ფულის გამო არ ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთში ვითამაშებდი. "დორტმუნდში" ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ხანდახან რთული გადაწყვეტილებების მიღება გიწევს, რაც ცხოვრებაში ერთხელ ხდება და გულის ხმას უნდა მიუგდო ყური", - განუცხადა მხითარიანმა Sport1-ს.

ზაფხულში მხითარიანმა "რომასთან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, მისი სატრანსფერო ფასი კი 15 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული