გუშინ, 30 ნოემბერს, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.
"ატალანტამ" "ვენეციას" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ბერგამოელების რიგებიდან ჰეთ-თრიკი მარიო პაშალიჩმა შეასრულა. ხორვატმა ფორვარდმა თავი მე-7, მე-12 და 67-ე წუთებზე გამოიჩინა, ერთი გოლი კი ტონ კოოპმაინერსის (57) ანგარიშზეა.
ამრიგად, ლომბარდიელები 31 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ვენეცია" 15 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს 5 დეკემბერს, "ჰელას ვერონას" პირისპირ ჩაატარებს.
ტურინის "იუვენტუსი" "სალერნიტანას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
ანგარიში პაულო
დიბალამ 21-ე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი ალვარო მორატამ 70-ე წუთზე დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ პაულოს დუბლის შესრულების შანსი 90+5 წუთზე მიეცა, თუმცა არგენტინელმა პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა.
"ბიანკონერი" 15 ტურის თავზე 24 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 5 დეკემბერს, "ჯენოას" პირისპირ ჩაატარებს.
"სალერნიტანა" 8 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურის მატჩს კი 4 დეკემბერს, "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.
სხვა შეხვედრები:
"ფიორენტინა" - "სამპდორია" - 3:1
"ჰელას ვერონა" - "კალიარი" - 0:0