"იუვენტუსი" გასავარდნ ზონაში რჩება - "ბიანკონერის" ფრე "მილანთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საშინელ ფორმაში მყოფმა "იუვენტუსმა" "მილანს" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-4 წუთზე ალვარო მორატას გოლის წყალობით გახსნეს, "ბიანკონერი" დიდი ხნის განმავლობაში იგებდა, თუმცა 76-ე წუთზე სანდრო ტონალის გადაცემით ანტე რებიჩმა ისარგებლა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, "ბებერ ქალბატონს" 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს, რითაც მე-18 ადგილზე იმყოფება, "როსონერი" 10 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

"იუვენტუსი" მომდევნო შეხვედრას 22 სექტემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, "მილანი" იმავე რიცხვში "ვენეციას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული