ჟოზემ გულშემატკივარს მიმართა, რომელიც "სპეციასთან" მატჩის მიმდინარეობისას ცუდად გახდა

AutoSharing Option
იტალიური "რომას" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "სპეციასთან" მატჩის მიმდინარეობისას შეუძლოდ გამხდარ გულშემატკივარს მიმართა.

"ეს ამბავი მოგვიანებით გავიგე. თუ ის საკუთარ მისამართს მეტყვის, ჩემს შემოსაცმელს გავუგზავნი, რადგან მსგავს ამინდში, როდესაც მოედანზე მოვა, ჩემი ქურთუკი მასთან ერთად იყოს" - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში "რომამ" "სპეცია" 2:0 დაამარცხა. 30-ე წუთზე კი 30 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით ავად გახდა. სასწრაფო დახმარებამ თავდაპირველად დეფიბრილატორით ადგილზე უმკურნალა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული