ბუფონი: რონალდოს მოსვლით "იუვენტუსმა" თავისი დნმ დაკარგა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა იტალიელმა კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა კრიშტიანო რონალდოსა და თავის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "იუვენტუსმა" პორტუგალიელის მოსვლის შემდეგ თავისი დნმ დაკარგა.


"როცა რონალდო მივიდა გუნდში, იმ წელს "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა.

შემდეგ ორ წელში, როცა "იუვენტუსში" დავბრუნდი, ჩვენ ბევრს ვშრომობდით წარმატების მისაღწევად, მაგრამ ვფიქრობ, რომ რონალდოს მოსვლით "იუვენტუსმა" თავისი დნმ დაკარგა.

ჩვენ 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, რადგან შეკრული გუნდი ვიყავით, გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც როგორც ერთი გუნდი, ისე თამაშობდნენ.
რონალდოს მოსვლის შემდგომ კი ეს დაიკარგა", - ამბობს ბუფონი.

ლეო ბონუჩიმ მანამდე უკვე განაცხადა, რომ რონალდოს მოსვლის შემდგომ გუნდი ზედმეტად იყო მასზე დამოკიდებული.

რაც შეეხება მომავალს... ბუფონმა არ იცის, რა იქნება მომავალში. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მას ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია, მხოლოდ მოტივაციას აძლევს და თამაშის სურვილს მატებს.

"შეიძლება ჩემპიონთა ლიგა მოგებული რომ მქონდეს, კარიერა უკვე დასრულებული მქონოდა", - დასძენს ჯიჯი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ გაიხსენო 2017-ში ფინალში ვინ გაგანადგურათ თქვენი დნმიანათ.დარწმუნებული ვარ ეს ჯიჯის ნათქვამი არ არის იმიტომ რომ კაცი მგონია.ხოლო რონალდუს საწინააღმდეგო სტატიებს ოქროს ბურთების ვაჭარი კაცუნას გაიძვერა ფანები წერენ.
ასეა ეს
21:23 25-12-2021
5
ამ მესისტებს რა გეშველებათ არ ვიცი.
კარგით რა
13:28 25-12-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული