ფრანკ რიბერი ავარიაში მოყვა

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, "სალერნიტანას" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფრანგმა ფეხბურთელმა თავის მიკროტრავმა მიიღო, სარეაბილიტაციო პერიოდი კი დაახლოებით 1 კვირას გასტანს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაზიანებების გამო ვეტერანი ფეხბურთელი 4 მარტს "ინტერთან" შეხვედრას გამოტოვებს (დაზუსტებული არ არის).

38 წლის სპორტსმენმა ამ სეზონში 16 შეხვედრა გამართა და თავი 2 ასისტით გამოიჩინა, უშუალოდ გუნდი კი 15 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული