ფაბიან რუიზით ინგლისური გრანდები ინტერესდებიან, იქვე - "რეალი" და "ბარსელონა"

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" ნახევარმცველმა ფაბიან რუიზმა შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, 25 წლის ესპანელით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "არსენალი" ინტერესდებიან.

წყაროზე დაყრდნობით, რუიზს ნეაპოლური გუნდისგან შემოთავაზებული ფინანსური მხარე არ აკმაყოფილებს, ბრიტანელები კი მშვენიერ ანაზღაურებას ჰპირდებიან. ნახევარმცველის სამსახურით ასევე "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, სერია A-ს ამ სეზონში ფაბიანმა 22 შეხვედრა გამართა, თავი კი 6 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. რაც შეეხება ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას, გერმანული Transfermarkt-ის ინფორმაციით, სპორტსმენი 55 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული