"მილანმა" გაიმარჯვა - დაძაბული ვითარება სერია A-ში

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში "მილანმა" "ჯენოას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, თავი რაფაელ ლეაომ გამოიჩინა, მე-2 ბურთი 87-ე წუთზე ჯუნიორ მესიასმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, "როსონერი" 33 ტურის შემდეგ 71 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მე-2 ადგილოსან "ინტერს" 69 ქულა აქვს (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და პოტენციურადაც "ნერაძურია" ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი. "მილანი" მომდევნო შეხვედრას 24 აპრილს, "ლაციოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული