11:11 09-05-2022
"მილანის" ქამბექი - "როსონერი" სკუდეტოს უახლოვდება [VIDEO]
AutoSharing Option
მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე დავიდე ფარაონის გოლის წყალობით გახსნეს. ტაიმის მიწურულს, 45+3 წუთზე, სანდრო ტონალიმ ანგარიში გაათანაბრა.
49-ე წუთზე იმავე ტონალიმ "როსონერი" წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე ალესანდრო ფლორენციმ დააფიქსირა.
ამრიგად, მილანელები 80 ქულით პირველ ადგილს იკავებენ. სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და თუ ორივე მატჩში გაიმარჯვებენ, ნანატრ სკუდეტოსაც მოიგებენ. "შავ-წითლები" მომდევნო შეხვედრას 15 მაისს, ბერგამოს "ატალანტას" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ვერონის "ჰელა" 52 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, 14 მაისს კი "ტორინოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული