იტალიურ მედიაში ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გადააყენებდა. მისი სავარაუდო შემცვლელების კანდიდატურებიც სახელდებოდა, მაგრამ დღეს დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სპალეტის სამუშაოდან დათხოვნას არ აპირებს.
"ეს უმაღლესი დონის სპეციალისტია, აქ კუ-კუს სათამაშოდ კი არ მომიყვანია, მოვიყვანე, რადგან მისტერ სპალეტია.
მას კონტრაქტი აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელშეკრულება ორწლიანია, შესაძლო გახანგრძლივებით. სპალეტი დარჩება.
მე რვა თვის განმავლობაში ინტერვიუს არ ვიძლეოდი. მისი, როგორც მწვრთნელის და ადამიანის გაცნობა მჭირდებოდა.
და ჩემი აზრით, ის განსაცვიფრებელი მწვრთნელი და სერიოზული
ადამიანია. ეს მაიძულებს ვთქვა, რომ ამჯერადაც მიზანში გავარტყი", - ციტირებს დე ლაურენტისს Football Italia.
მას კონტრაქტი აქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ხელშეკრულება ორწლიანია, შესაძლო გახანგრძლივებით. სპალეტი დარჩება.
მე რვა თვის განმავლობაში ინტერვიუს არ ვიძლეოდი. მისი, როგორც მწვრთნელის და ადამიანის გაცნობა მჭირდებოდა.
და ჩემი აზრით, ის განსაცვიფრებელი მწვრთნელი და სერიოზული
მომავალ სეზონში ნეაპოლური გუნდის ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია დაიცავს.