იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ფეხბურთი აღარ აინტერესებს.
"ხალხს ეს უცნაურად მიაჩნია და მერე რა? ნუთუ ვინც ფეხბურთის გარეშე ცხოვრობს, წარუმატებელია? მე მატჩებსაც კი არ ვუყურებ, რადგან არ მაინტერესებს.
ჩემთვის სხვა ადამიანების შეფასება სასიამოვნო არაა. ვხედავ ყოფილ პარტნიორებს, რომლებსაც პასის გაკეთებაც არ შეეძლოთ, მასწავლებლებივით მსჯელობენ.
სხვა საქმით დავკავდი. შეშას ვაპობ, ტრაქტორზე ვმუშაობ და საღამოს ისე ვიღლები, რომ თავბრუ მეხვევა", - ციტირებს ბაჯოს La Repubblica.
სხვა საქმით დავკავდი. შეშას ვაპობ, ტრაქტორზე ვმუშაობ და საღამოს ისე ვიღლები, რომ თავბრუ მეხვევა", - ციტირებს ბაჯოს La Repubblica.