ტეო ერნანდესის ზღაპრული გოლი - "მილანი" სკუდეტოსთან 1 ქულაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში "მილანმა" "ატალანტას" უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და სკუდეტოს ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები რაფაელ ლეაომ 56-ე წუთზე დააწინაურა.

75-ე წუთზე ტეო ერნანდესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ფრანგმა განაპირა მცველმა ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო, მთელი მოედანი იარა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.

ამრიგად, "მილანი" 83 ქულით პირველ ადგილს იკავებს. თანაქალაქელ "ინტერს" 81 ქულა აქვს. თუ "როსონერი" 22 მაისს, "სასუოლოსთან" მატჩში 1 ქულას მაინც მოიპოვებს, მაშინ იტალიის ჩემპიონი გახდება.

თავის მხრივ, ბერგამოელები 59 ქულით მე-8 ადგილს
იკავებენ, ევროტურნირებისთვის კი ერთბაშად 4 გრანდი: "ლაციო" (62), "რომა" (60), "ფიორენტინა" (59) და თვითონ "ატალანტა" - იბრძვის. ჯან პიერო გასპერინის გუნდი 22 მაისს "ემპოლის" უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული