კიელინი და დიბალა "იუვენტუსს" დაემშვიდობნენ

AutoSharing Option
სერია A-ს 37-ე ტურში "იუვენტუსი" სახლში "ლაციოს" დაუზავდა - 2:2. ეს ტურინულ გუნდში ჯორჯო კიელინისა და პაულო დიბალას უკანასკნელი მატჩი იყო. ისინი თავისუფალი აგენტები გახდნენ.

კიელინი მე-18 წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრებმა ოვაციები გაუმართეს და მოედნიდან გასვლის წინ კაპიტნის სამკლავური დიბალას გადასცა. არგენტინელი 78-ე წუთზე შეცვალეს.

კიელინი "იუვენტუსის" ღირსებას 2005 წლიდან იცავდა, ხოლო დიბალა - 2015-დან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიელინი ლეგენდა გახდა, იუვეს იტალიის და მოსფლიოს. ერთერთი საუკეთესო მცველი. დიბალას ალბათ მეტი შეეძლო თუმცა მისი ლამაზი თამაშით მიღებული სიამოვნება დაგვრჩება ტიფოზებს. მგონია რომ ახალ გუნდში ისევ ლაღად ათამაშდება.
dato
11:13 17-05-2022
0

სიახლეები პოპულარული