კლუბის პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის თქმით, ის პირადად ესაუბრა ბალოტელის. ფეხბურთელმა მას განუცხადა, რომ "მონცაში" დაბრუნება სურს, სადაც 2020/21 წლების სეზონში უკვე ასპარეზობდა.
ბერლუსკონიმ თქვა, რომ ის მარიოს ახლო მეგობარია და მის დაბრუნებაზე აქტიური საუბარი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის თავდამსხმელი ამჟამად "ადანა დემირსპორში" ირიცხება.