ფაბიო კაპელო: მალდინის წყალობით, "მილანმა" დიდება დაიბრუნა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

გამოცდილმა სპეციალისტმა "მილანის" წარმატების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი პაოლო მალდინის მიუძღვის.

"პაოლო ნიჭიერი და ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მან ამ სფეროში მუშაობა ახლახან დაიწყო, თუმცა უკვე წარმატებას მიაღწია. მალდინის აქვს ქარიზმა, რომლითაც ყველაზე ახდენს გავლენას. გაიხსენეთ მოლაპარაკებების პროცესი ტეო ერნანდესთან".

ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა დამრიგებელმა ასევე ისაუბრა "შავ-წითლების" მფლობელზე. კაპელოს თქმით, თუ გუნდის დირექტორი რალფ რანგნიკი გახდებოდა, "მილანი" აუცილებლად ინანებდა.

"ელიოტმა გადაწყვიტა, ფსონი გერმანელზე დაედო, თუმცა კლუბის დანარჩენი
უფროსობა მის წინააღმდეგ წავიდა. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, გუნდში მოეყვანათ ადამიანი, რომლის შესახებაც აზრი არავის ჰკითხეს", - განაცხადა კაპელომ Tuttosport-თან ინტერვიუში.

მომზადებულია Sports-ის მიერ

მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული