ტრანსფერი შეთანხმდა - "მილანი" ევროპის ჩემპიონით ძლიერდება

AutoSharing Option
იტალიური პრესის ინფორმაციით, "ლილის" ნახევარმცველი რენატო სანჩესი "მილანთან" ერთ ნაბიჯშია.

"როსონერიმ" პორტუგალიელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ფრანგულ კლუბს კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 ან 20 მილიონ ევროს გადაუხდის.

სანჩესი პორტუგალიასთან ერთად 2016 წლის ევროპის ჩემპიონია. გასულ სეზონში მან 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული