"ნაპოლის" მწვრთნელმა სპალეტიმ გადადგომით დაიმუქრა

AutoSharing Option
გუნდიდან წასული ჯორჯო კიელინის შემცვლელად "იუვენტუსი" "ნაპოლის" ცენტრალური მცველის კალიდუ კულიბალის 40 მილიონ ევროდ შეძენას გეგმავს, - იტყობინება "გაძეტა დელო სპორტი".

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ კულიბალის გაყიდვის შემთხვევაში გადადგება.

კულიბალის სამსახურით აგრეთვე "ბარსელონა", პსჟ და "ჩელსი" არიან დაინტერესებული. მას "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გასულ სეზონში სერია A-ს 27 მატჩში კულიბალიმ 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული