ამავე წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა ტურინულ კლუბს უკვე მიმართა და პორტუგალიელის ყიდვა შესთავაზა. მან "ბიანკონერის" ბოსებს უთხრა, რომ კრიშტიანო "ბებერი ქალბატონის" დატოვებას ნანობს.
იწერება იმის შესახებაც, რომ რონალდო თანახმაა ხელფასი შეუმცირდეს, რათა "იუვენტუსში" დაბრუნდეს.
პორტუგალიელი "ვეკია სინიორაში" 2018/21 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადაბარგდა.